Monday, March 2, 2009

საქართველოს ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ქ. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში




18 თებერვალი - კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით I-XII კლასებში ჩატარდა კლასის საათი. თემა "25 თებერვალი - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე".

19 თებერვალი - ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლების მიერ ჩატარდა მიზნობრივი გაკვეთილები "თოვდა და თბილისს ეხურა თალხი".

20 თებერვალი - მოეწყო მოსწავლეთა ნახატებისა და მოძიებული სურათების გამოფენა-კონკურსი დევიზით: "იმ გზით სად წინათ ელავდნენ ხმლები, შემოდიოდა სიკვდილი ცელით!"
ამავე დღეს მოსწავლეებმა - ჩემინავა დეა VII კლ. კაპანაძე გვანცა - VI კლ. ჭონიშვილი ანუკა - IX კლ. კოსტავა ნანა - IX კლ. კვანტალიანი ჯანო - IX კლ. თოდაძე ივერი - V კლ. ნიკოლაძე ნინო - IX კლ. ბაბუნაშვილი ირენა - X კლ. კიბაბიძე გიორგი VI კლ. ლაბაძე თამარი - XI კლ. გორგოძე მაკა XI კლ. ხერხაძე ხატია - VI კლ. მათ წარმოადგინეს ოკუპაციის თემაზე შექმნილი ორიგინალური ნაშრომები (ლექსი, ჩანახატი, ვიდეო-კლიპი, პლაკატი).

21 თებერვალი - მოსწავლეთა თვითმმართველობის მონაწილეობით VIII1, VIII2,XI1, XI4 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა: კამელია მინდაძემ, ლალი უშვერიძემ, ლალი სულაკაძემ, მარი კაკაბაძემ, მარეხი გიორგაძემ გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი. ილარიონ ქართველის ტაძრის წინამძღვარის მამა იოანე და დიაკონის მამა ხარიტონის მიერ გადახდილი იქნა სულის მოსახსენებელი პანაშვილი. მოსწავლეებმა ამდღის აღსანიშნავად მცირე შესაწირი გაიღეს 100 ათასი მოწამის სახელობის თაძრის მშენებლობისათვის.

22 თებერვალი
- მოეწყო ლიტერატურული სალონი უფროსებისათვის "25 თებერვლის მემკვიდრეთა ხვედრი".

23 თებერვალი - ჩატარდა ექსკურსია გაკვეთილი მუზეუმში თემაზე "საქართველო-რუსეთი". გაკვეთილში მონაწილეობა მიიღეს XI კლასის მოსწავლეებმა და ისტორიის მასწავლებელმა ლალი უშვერიძემ. პროვოცირების შემდეგ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები: თამარ ლაბაძე, თამარ აბულაძე, მანანა გორგოძე, ლანა თოთაზე, მარი პაპიძე და სხვები. თითოეული მოსწავლე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას 1921 წლიდან დღემდე. თუ როგორი იყო რუსული პოლიტიკის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. გამოიკვეთა აგვისტოს მოვლენები და ამ მოვლენებში ქუთაისელების მონაწილეობა. მოსწავლეებმა მოიწონეს მუხეუმი ხელ-ლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კარგად გააანალიზეს რუსულ-ქართული პოლიტიკის 88 წლიანი დამოკიდებულება.

24 თებერვალი - X1 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე "საქართველოს სუსხიანი თებერვალი და ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა" ისტორიული სინამდვილის ფონზე". გაკვეთილი ჩაატარა ისტორიისა და ქართული ენა, ლიტარატურის მასხავლებლებმა: მარინა ნერგაძე (ისტორია) და ლია კაკიტაძე (ქართული ენა და ლიტერატურა). მოსწავლეებმა ისაუბრეს საბჭოთა რუსეთის მტრულ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღეებიდან. შეადარეს ბოლშევიკური რუსეთის და თანამდროვე რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, გაევლო პარალელი - რუსეთის აგრესიული ხასიათდან გამომდინარე თითქმია არაფერი შეცვლილა. 1921 წლისათვის რუსეთმა გამოიყენა ათასგვარი ხრიკები საქართველოს დასაპყრობად, დღ საც იმავე მეთოდებით მოქმედებს, ეწევა დეზინფორმაციას, რითაც ნაწილობრივ და დროებით მიაღწია საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილიწ ოკუპაციას.
ბოლშევიკურმა რუსეთმა სცადა სეპარატიზმის წაქეზება აფხაზეთში, შიდა ქართლში, საინგილოში, 1918 წლისათვის აფხაზი ბოლშევიკების მეშვეობით საბჭოთა რუსეთმა ცოტა ხნით შეძლო საბჭოთა ხელისუფლების დამყარება სოხუმში.
ამ მოვლენებს დაუკავშირეს მოსწავლეებმა ლ. ქიაჩელის ნაწარმოებში "ჰაკი აძბა" - აღწერილი ისტორიული სინამდვილე. "სისხლის თქეშმა" საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოსპო, დიდი ზიანი მოუტანა მის მატერიალურ, კუტურულ და სულიერ ღირებულებებს. სიღრმისეულად ისაუბრეს ნაწარმოების პერსონაჟებზე, ტრადიციებით დამკვიდრებულ მორდუაბა, ძიძიაობაზე, სიყვარულზე ორი განსხვავებული სოციალური ფენის წარმომადგენელზე, რომლის გათელვას და მოსპობას ცდილობდა დამპყრობელი ბოლშევიკები, მათთვის ხომ უცხოა ტრადიციებით გამთბარი თავგანწირვა, პატივისცემა და სიყვარული. საბჭოთა რუსეთმა ვერ შეძლო იმ ძაფების გაწყვეტა, რაც ქართველებს, ოსებს და აფხაზებს აკავშირებთ ოდითგან. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ ქართველებს მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ამ უკანასკნელთ ახლად გამომცხვარ "ადვოკატებთა, ველიკოდერჟაველ რუსებთან", რომელთაც სინამდვილეში სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებთ. ბოლოს მოსწავლეები აკეთებენ დასკვანს, რომ დღევანდელი გაუცხოება ოსებისა და აფხაზებვისა დროებითი მოვლენაა და გარედან არის თავსმოხვეული.
მოსწავლეებმა ვრცლად წარმოადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიისა და ეროვნული გვარდიის მიერ სეპარატიზმის დამარცხება და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების და მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების შედარება-ანალიზის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა, რომ რუსეთი არასოდეს არ ასრულებდა და დღესაც არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
მოსწავლეებმა გააანალიზეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ. უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, რადგან მთავრობის დარჩენა საქართველოში შეუძლებელი იყო, ბოლშევიკური რუსეთი მოდიოდა "სიკვდილის ცელით".
შემდეგ ისაუბრეს გასაბჭოების შეფასების შესახებ:
ამავე დღეს XI4 კლასსი ჩატარდა ქართული ლიტერატურის გაკვეთილი, მასწ. გულნაზი ცეცხლაძე, თემაზე "თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი..." კოლაუ ნადირაძის ლექსის "1921 წლის 25 თებერვალი" მიხედვით (ტექსტზე მუშაობა).
გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ალ. აბაშელის, გაკაკტიონ ტაბიძის, კოტე მაყაშვილის ლექსები. გაკვეთილი დაიწყო პროვოცირებით. პროექტორით ნაჩვენები იქნა "კლიპი", რომელიც მოსწავლეებმა შექმნეს წინასწარ თემაზე: " 1921 წლის 25 თებერვალი" ლიპმა ემოციები გამოიწვია მოსწავლეებში.
შემდეგ ეტაპზე ოხდა ტექსტზე მუშაობა: ა) მხატვრულად წაკითხვა; ბ) ეპოქის მოკლე დახასიათება. დაფაზე გაკრულია სამუშაო გეგმა: სტროფში გადმოცემული შინაარსი პირდაპირ კავშირშია ლექსის თემასთან:
• დამგლოვიარებული თბილისის სიმბოლო ლექსში.
• სიტყვები: "სისხლი, ცრემლები" რომელი პოეტის ლექსს გაგონებთ.
• "ისევ გაგყიდეს... ვინ გაყიდა მშობელი დედა საქართველო".
• რა დატვირთვა აქვს პირველი და მეორე ტაეპების განმეორებას ლექსში.
• რას ნიშნავს: "დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა".
• "ეფინება გმირების გვამებს"...
მოსწავლეებმა დაასახელეს ცნობილი პიროვნების კოტე მაყაშვილის ასული მარო მაყაშვილი, რომელიც გმირულად დაიღუპა ტაბახმელასთან ბრძოლის დროს. მათ წაიკითხეს მარო მაყაშვილის მოკლე ბიოგრაფია, კოჯორთან ბრძოლის ეპიზოდი და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ. ასევე წაიკითხეს კოტე მაყაშვილის ლექსი, რომელიც პოეტმა ქალიშვილის დაღუპვას მიუძღვნა.
ამ ჩანართის შემდეგ ისევ გაგრძელდა ტექსტზე მუშ ობა:
• რად დაიფშვნა სამას გმირთა ძვლები?
• ვინ არიან ეს გმირები?
• სად დაეშვა "ქართვლის დედის ცრემლით ნანამი დროშა".
• განიმარტა : ა) "ვინ იგულისხმება თეთრ ცხენზე მჯდომ სიკვდილში". ბ) ვის, ან რას განასახიერებს წითელი დროშა.
• ლექსის თემა, იდეა.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხე ოკუპაციის პერიოდში შექმნილი ლექსები (ალ. აბაშელის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის).
გაკვეთილი მთავრდება იმედით, კვლავ სიცოცხლის და ბრძოლის ჟინით. ლექსით: "მაშ გამარჯვება..." ასევე მცირე ესეს საშუალებით ჯამდება გაკვეთილი. დაფაზე გაიკრა კოლაუ ნადირაძის ლექსის მიხედვით მოსწავლე თამარ ლაბაძის მიერ დახატული სურათი "რუსული ჩექმა"... "სურვილების დაფაზე" კი გაკვეთილის მსვლელობისას განთავსდა სურვილები.
25 თებერვალი - IX3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ისტორიის მასწავლებლის მაცაცო ბუბუტეიშვილის მიერ მომზადდა სამეცნიერო-თეორიული კონფერენცია "თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი"....
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა რეფერატები:

1. შესავალი - ნანა კოსტავა.

2. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გეზის შემუშავება - თამარ ბუბაშვილი.

3. საქართველოზე წითელი არმიის ახალი შეტევის მომზადება - თამარ ბოჭორიშვილი.

4. საქართველოს ოკუპაცია წითელი არმიის მიერ;

ა) ნოე ჟორდანიას განცხადება დამფუძნებელთა კრებაზე - მარიამ ჩეჩელაშვილი; ნათია ხმელიძე.
ბ ) იუნკერები ოკუპაციის პერიოდში - მარეხ ჭულუხაძე.
გ) ოკუპაციის დასასრული - შოტა შალამბერიძე.

5. საქართველოს მთავრობის განცხდება - ფიქრია დარჯანია.

6. ბოლშევიკ პარტიათა ლიდერების შეფასება საქართველოს ანექსიის შესახებ - ნინო ნიკოლაძე.

კონფერენციის ბოლოს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური კადრები 1921 წლის ოკუპაციის თემაზე. ამავე დღეს მოხდა კვირეული შეჯამება და აქტიური მონაწილეების დაჯილდოვება.